logo
ENG



უგულავა: "ოცნებას" მარტო დარჩენის შეეშინდა, ბოიკოტი მუშაობს

02 თებ 202120:23
3 წუთის საკითხავი
 
უგულავა: "ოცნებას" მარტო დარჩენის შეეშინდა, ბოიკოტი მუშაობს

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ქართულ ოცნებას მარტო დარჩენის შეეშინდა. ასე აფასებს ის საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რომელმაც ოპოზიციური პარტიების წევრებისთვის მანდატების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა.

უგულავა Facebook-ზე წერს, რომ ბოიკოტი გრძელდება, მოთხოვნები კი უცვლელია.

"ლუსტრაცია გრძელდება! ყოფილმა გირჩმა, აწ უკვე ქლიავების პარტიამ "ოცნებას" მოუწოდა, არ ეყარა კენჭი უფლებამოსილების შეწყვეტისთვის - სადაა მეგობრებო არჩევანის თავისუფლება, კონსტიტუციის პატივისცემა. მერე, ელჩი ჰარცელის მუქარამ, რომ ფასილიტაციიდან ელჩები გავიდოდნენ, ქოცები დააპანიკა, ახალ ქოცებსაც უტყდებოდათ კენჭისყრა. აირია ქოცისტანი და კენჭისყრა ჩააგდეს. ერთი ადგილი არ ეყოთ, მუხლები აუკანკალდათ, მარტო დარჩენის შეეშინდათ და რაც გაქაჩეს ესაა - ელისაშვილს გაყალბებაზე ლაპარაკი აუკრძალეს, მანაც მორჩილად ცხვირი დახარა. ბოიკოტი კი გრძელდება, მოთხოვნები უცვლელია: რიგგარეშე არჩევნები და გიორგი რურუას განთავისუფლება. ბოიკოტი მუშაობს - გარეთაა დანარჩენი პოლიტპატიმრები.  ერთი სიტყვით, როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ - კრემლმა უკან დაიხია. ახლა მთავარია ბოლომდე მივაწვეთ", - წერს უგულავა.

პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების 51 წევრისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს მხარი არ დაუჭირა. პარლამენტმა ყველა ოპოზიციური დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხს სათითაოდ უყარა კენჭი. 

კენჭისყრამდე ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტისგან. 


close დახურვა